loader

ვრცელდება მიწისძვრის მომენტში გადაღებული კადრები - შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება მიწისძვრის მომენტში გადაღებული კადრები - შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის კადრები მედიაში ვრცელდება, სადაც ჩანს როგორ გარბიან მოქალაქეები და ტურისტები შენობებიდან. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - მუგლას პროვინციაში, მარმარისის სანაპიროსთან მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.8 მაგნიტუდა შეადგინა.

მუგლას გუბერნატორის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა, ხოლო 14 წლის მოზარდი პანიკური შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში, 67.91 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.