ვრცელდება აფეთქების მომენტში გადაღებული კადრები - უკრაინამ ყირიმის ხიდის საყრდენი დააზიანა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ყირიმი ხიდის (ქერჩის ხიდი) ერთ-ერთი სვეტის წყალქვეშა ნაწილი აფეთქდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად.
უსაფრთხოების სამსახური ასევე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც აფეთქება ჩანს. მათივე განცხადებით, აფეთქება 3 ივნისს, დილით მოხდა.
"წყალქვეშა საყრდენები ძლიერ დაზიანებულია - ამას 1100 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება დასჭირდა. ფაქტობრივად, ხიდი საგანგაშო მდგომარეობაშია", - ნათქვამია SBU-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, უსაფრთხოების სამსახურის მიერ ანგარიშის გამოქვეყნების დროს ყირიმის ხიდზე მოძრაობა გახსნილი იყო.