loader

"მანქანები ცარიელია, ავტობუსი რად გინდათ?" - რა ხდება "ოკრიბაში" და რას ამბობენ მძღოლები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მანქანები ცარიელია, ავტობუსი რად გინდათ?" - რა ხდება "ოკრიბაში" და რას ამბობენ მძღოლები?

"აი, შეხედეთ მანქანებს, ასეთი ამბავია, 2-3 მგზავრი გვყავს ყოველდღიურად" - ამბობენ მძღოლები "პალიტრავიდეოსთან" საუბარში.

შორ მანძილზე მხოლოდ ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის რეფორმა 1 ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიდო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს გადამზიდველთათვის დამატებითი დროის მიცემას ავტოპარკის განახლებისა და შესაბამისი კლასის ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენისათვის. თუმცა როგორც მძთოლები ამბობენ, რეფორმისთვის მომზადებას ბევრად დიდი დრო სჭირდება.

სახმელეთო სააგენტოს ინფორმაციით საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა 2 400-ს მძღოლმა უკვე მიიღო.

შეგახსენებთ, საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი 2024 წლის განმავლობაში დამტკიცდა. რეგულაციებს შორის იყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან საქალაქთაშორისო გადაყვანა შორ მანძილზე მიკროავტობუსებით ვეღარ განხორციელდებოდა.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ახალი წესის ერთ-ერთი ეტაპი 2025 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდა. რეისში ვერ გავა ვერც ერთი მძღოლი, რომელსაც სულ მცირე წელიწადში ერთხელ არ აქვს გავლილი სამედიცინო შემოწმება და საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ლიცენზია.