სენაკში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს
არსებული ინფორმაციით, სენაკში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ცნობით, მას ჭრილობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი მამაკაცი ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.