loader

"არა­სო­დეს უცხოვ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბის გამო... შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო, ძმის­შვი­ლე­ბი ცოტ­ნეს ფა­ვო­რი­ტი ვი­ზი­ტო­რე­ბი არი­ან" - რას წერს ანა ჯაბაური კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არა­სო­დეს უცხოვ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბის გამო... შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო, ძმის­შვი­ლე­ბი ცოტ­ნეს ფა­ვო­რი­ტი ვი­ზი­ტო­რე­ბი არი­ან" - რას წერს ანა ჯაბაური კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟზე

5 წელი გა­ვი­და, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია მძი­მედ დაჭ­რეს. ამ დრომ­დე ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დის. მის გვერ­დით მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი მისი მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რია, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად მე­უღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ამ­ჯე­რად ანა ახალ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ ცოტ­ნე ძმის­შვილ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა. სა­უ­ბა­რია კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟ­ზე, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია უმ­ცროს­ზე, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს.

"არა­სო­დეს უცხოვ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბის გამო. შვე­ი­ცა­რი­ა­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ბოლო წლე­ბია გერ­მა­ნი­ა­ში, ბერ­ლინ­ში ცხოვ­რობს, დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლობს, სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რომს ამ­ზა­დებს ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და ის­ტო­რი­ა­ში. არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი­სა და თარ­გმა­ნის ავ­ტო­რია უკვე. ჯერ მარ­ტო მის მიერ გერ­მა­ნულ ენა­ზე დიდი ბა­ბუ­ის "დი­ო­ნი­სოს ღი­მი­ლის” სა­უ­ცხოო თარ­გმა­ნი რად ღირს…

ფი­ლო­სო­ფო­სი, ის­ტო­რი­კო­სი, მთარ­გმნე­ლი, მუ­სი­კო­სი, და, უბ­რა­ლოდ, კარ­გი ადა­მი­ა­ნი - ზრდი­ლი, თბი­ლი, ტკბი­ლი; ნამ­დვი­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ტი, ძლი­ე­რი ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი­თა და ევ­რო­პუ­ლი დახ­ვე­წი­ლო­ბით - ზვი­ად კონ­სტან­ტი­ნეს ძე გამ­სა­ხურ­დია უმ­ცრო­სი.ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც დიდ წი­ნა­პარ­თა გენი შთა­მო­მავ­ლო­ბა­ზე ნამ­დვი­ლად არ ის­ვე­ნებს.

პ.ს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­მოკ­ლე ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და და ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ბიძა მო­ი­ნა­ხუ­ლა, რაღა თქმა უნდა. შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო, ძმის­შვი­ლე­ბი ცოტ­ნეს ფა­ვო­რი­ტი ვი­ზი­ტო­რე­ბი არი­ან" - წერს ანა ჯა­ბა­უ­რი.