loader

"მოკლულის მანქანა სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს" - რა დეტალები ხდება ცნობილი ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოკლულის მანქანა სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს" - რა დეტალები ხდება ცნობილი ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის შესახებ?

აჭა­რის მე­დია ხელ­ვა­ჩა­ურ­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ წერს.

"ბა­თუ­მე­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ ღა­მის სა­ა­თებ­ში, ხელ­ვა­ჩა­ურ­ში, სო­ფელ აჭა­რის­წყალ­თან სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით მი­მა­ვა­ლი კაცი ბა­თუ­მი-ხუ­ლოს ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე ჩა­ცხრი­ლეს.

"აჭა­რის მა­უ­წყე­ბე­ლი" კი და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს წერს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­და.

ად­გი­ლობ­რივ­თა თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი მდი­ნა­რე­ზე გა­სა­სე­ირ­ნე­ბელ კა­ტერს აქი­რა­ვებ­და. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გვი­ან ღა­მით სრო­ლის ხმა გა­ი­გო­ნეს.

მოკ­ლუ­ლის მან­ქა­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით მდი­ნა­რე­ში გა­დააგ­დეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილს ნა­ტყვი­ა­რე­ბიც აღე­ნიშ­ნე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია.

ფოტო: "აჭა­რის მა­უ­წყე­ბე­ლი"