პედოფილი ქირურგი, რომელიც პაციენტებზე სექსუალურად ძალადობდა - "მათი უმეტესობა 11 წლამდე ბავშვია"
ამბავი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. 74 წლის ჯოელ ლე სკუარნეკს სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულებისთვის, თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯა. პროცესი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ყოფილი ფრანგი ქირურგის ჩადენილი დანაშაულებები მართლაც შემაძრწუნებელია. 1989 – 2014 წლებში ქირურგმა 299 პაციენტზე სექსუალურად იძალდა, მათი უმეტესბა კი 11 წლამდე ბავშვია.
ის სწორედ მაშინ ძალადობა, როცა პაციენტები ანესთეზიის ქვეშ იმყოფებდონენ, მომხდარის შესახებ მათ არაფერი ახსოვდათ.
ორმა პაციენტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რომლებსაც მომხდარი დეტალურად ახსოვდა.
მომხდარის გამოძიება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ქირურგის დღიურები, სადაც ის სექსუალური ძალადობის თითოეულ შემთხვევას დეტალურად აღწერდა.
ასევე, 2020 წელს ჯოელმა მეზობელი, მისი ორი დისშვილი და 4 წლის პაციენტი გააუპატიურა.
პოლიციის თქმით, ჯოელი დღიურებში მუდმივად წერდა, რომ ის პედოფილი იყო. ასევე, ჩხრეკის შედეგად ოფიცრებმა ბავშვების 300 000-მდე ფოტოებს მიაგნეს. მათ შორის, ჯოელის დის შვილების სურათებიც იყოს.