ზურაბ ჯაფარიძის პირველი გზავნილი დაკავების შემდეგ
ვრცელდება ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი გზავნილი დაკავების შემდეგ.
"ეს არ არის ომი. ეს არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ვინც ამას ომს დაუძახებთ, დაგსჯით" - პუტინის შნირები რუსეთში, 2022 წელი.
"ჩვენ არ ვართ არალეგიტიმური. ჩვენ ვართ ლეგიტიმური. ვინც ჩვენ არალეგიტიმურს დაგვიძახებთ, დაგსჯით" - პუტინის შნირები საქართველოში, 2025 წელი" - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან არ გადაიხადა. აღნიშნულის გამო ის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს