loader

"მანქანაში ჩაცხრილესო, მერე მდინარე აჭარისწყალში გადაუგდიათ, მაგრამ მანქანა არ ჩაიძირა, ვიღაცამ ნახა დილით და ასე იპოვეს ცხედარი" - რას ჰყვებიან აჭარაში მოკლულ ბიჭზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მანქანაში ჩაცხრილესო, მერე მდინარე აჭარისწყალში გადაუგდიათ, მაგრამ მანქანა არ ჩაიძირა, ვიღაცამ ნახა დილით და ასე იპოვეს ცხედარი" - რას ჰყვებიან აჭარაში მოკლულ ბიჭზე

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აჭა­რის­წყალ­თან 30 წლის ბესო ბოლ­ქვა­ძე სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩა­ცხრი­ლეს. შემ­თხვე­ვა წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით მოხ­და. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მოკ­ლუ­ლი ხელ­ვა­ჩა­უ­რის სო­ფელ ერ­გე­დან იყო.

ახ­ლობ­ლებს მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით უჭირთ და მთა­ვარ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ აქვთ - თუ რა გახ­და მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, მოკ­ლულს ჰქონ­და კა­ტე­რი, რი­თაც ტუ­რის­ტებს მდი­ნა­რე­ში ასე­ირ­ნებ­და და ლა­მაზ ბუ­ნე­ბას ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებ­და.

თურ­მე, ღა­მით იქვე, მან­ქა­ნა­ში ეძი­ნა, რად­გან ღა­მი­თაც ასე­ირ­ნებ­და ხოლ­მე. რო­გორც ჩანს, წუ­ხე­ლაც იქ დარ­ჩა და გვი­ან მოკ­ლეს... რა­ი­მე კონ­ფლიქ­ტი მო­უხ­და თუ არა და უძღო­და თუ არა ამ ფაქტს შე­ლა­პა­რა­კე­ბა, ამა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ სა­უბ­რობს.

"ახლა გავიგე ამ უბედურების შესახებ და ძალიან განვიცდი. ბესო შესანიშნავი ადამიანი იყო, შრომობდა პატიოსნად, კონფლიქტური არ იყო და ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ, არ ვიცი. არც ის ვიცი, ერთია დამნაშავე, თუ რამდენიმე. ამბობენ, რომ მანქანაში ჩაცხრილეს, ნატყვიარები ეტყობაო და მერე მდინარე აჭარისწყალში გადაუგდიათ, მაგრამ მანქანა არ ჩაიძირა, ვიღაცამ ნახა დილით და ასე იპოვეს ცხედარი." განაგრძეთ კითხვა...