რას ამბობს გია ხუხაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ზაზა ფაჩულია შესაძლოა, თბილისის მერობის კანდიდატი იყოს?
"ფაჩულია ჯიგარია, კარგი კალათბურთელია და გვეამაყება ყველას, მაგრამ წვენებში ყველას ადგილი არ არის"- ამის შესახებ გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.
გავრცელებულ ვერსიაზე, რომ "ქართული ოცნება" ეძებს ისეთ კანდიდატს, რომელიც ოპოზიციის ერთიან კანდიდატს დაუპირისპირონ, მაგალითად ზაზა ფაჩულია - გია ხუხაშვილი პასუხობს:
"მე არ მეგულება "ქართული ოცნების" ფლანგზე, მის მხარდამჭერებში იმდენად ნამუსგარეცხილი, თან იმდენად ავტორიტეტული, რომ მათთან იყოს, არ არსებობს ეგეთი ვინმე.... თუ თბილისი ამ მარაზმზე კიდევ ხელს მოაწერს, ნუ აღარ ყოფილა მაშინ საშველი. მაშინ იმის ღირსები ვართ, სადაც ვართ. კი, ზაზა ფაჩულია ჯიგარია, კარგი კალათბურთელია და გვეამაყება ყველას, მაგრამ წვენებში ყველას ადგილი არ არის".