"ხელი გამიშვი! შე საქონელო" - სოციალურ ქსელში გუშინ, პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების კადრები ვრცელდება
ხმაური და დაპირისპირება იყო გუშინ, პარლამენტთან სამართალდაცმელებსა და აქციის მონაწილეებს შორის.
რუსთაველის გამზირზე თათია აფრიამაშვილის და ლიკა ლორთქიფანიძის მხარდამჭერი მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საპროტესტო ბანერი გაშალეს წარწერით: “ვიბრძვით სტუდენტების თავისუფლებისათვის”.
აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად ბანერის უშუალოდ გზის სავალ ნაწილზე გაშლა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ გზის გადაკეტვის უფლება არ მისცეს.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “მარიამ ლაშხი მონა”.
შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტებს - თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან, აქტივისტები თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი". მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
ვიდეო: თამუნა გიორგაძე