loader

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართა. მეორე ინსტანციის სასამართლომ განიხილა საქმე - „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც „ყვარლის ბაგა“ მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4. მილიონ შვითასი ათასი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

შპს „ჩირინა“ უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა.

სარჩელის საფუძველი გახდა პრეტენზია, რომ შეძენილ საკვებში აღმოჩნდა ტეტრაციკლინი — ვეტერინარული პრეპარატი, რომლის გამოყენება კანონით არ არის აკრძალული და თავად მოსარჩელე მხარეც იყენებს.

გასული წლის დეკემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ გამარჯვებულად ცნო და „ჩირინას“ 4.7 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.