loader

რას ამბობს კახა კალაძე მის მიერ დაფუძნებულ ახალ კომპანიაზე -"კალა კაპიტალზე"? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს კახა კალაძე მის მიერ დაფუძნებულ ახალ კომპანიაზე -"კალა კაპიტალზე"?

თბილისის მერი, კახა კალაძე ახალი კომპანია "კალა კაპიტალ თბილისით" ავტომობილების რესტავრაციას და საერთაშორისო არენაზე გაყვანას გეგმავს.

"რაც შეეხება აღნიშნულ კომპანიას და თვითონ საქმიანობას, რაც გვაქვს იდეაში ეს არის საპილოტე პროექტი და რამდენად გამოსვლადი იქნება ვნახოთ. ეს არის ჩემი ჰობი, გატაცება იყო ბავშვობიდან და მქონდა ყოველთვის ამის სურვილი და ვაპირებ ახალგაზრდებთან ერთად განვახორციელო აღნიშნული პროექტი, რამდენად გამოგვივა არ ვიცი, ვნახოთ. ეს არის ძველი ავტომობილების რესტავრაცია და საერთაშორისო არენაზე მათი გაყვანა, რამდენად გამოგვივა არ ვიცი. საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები იქნებიან ჩართულები," - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.