loader

"სახლშია რაღაც მომხდარი... გაუბედურებულები ვართ, უდიდესი ტრაგედიაა" - რას ჰყვებიან ხაშურში დაღუპულ ბავშვზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სახლშია რაღაც მომხდარი... გაუბედურებულები ვართ, უდიდესი ტრაგედიაა" - რას ჰყვებიან ხაშურში დაღუპულ ბავშვზე?

ხაშურში დატრიალებული ტრაგედიის დეტალებს ახლა სამართალდამცველები არკვევენ.უმძიმესი ტრაგედია, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა. დღეს დილით, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამას ოჯახში საშინელი სურათი დახვდა - მისი 9 წლის შვილი, ლუკა ბარბაქაძე გარდაცვლილი იყო, მეუღლე კი - უგონო მდგომარეობაში.

როგორც "კვირის პალიტრასთან" ადგილობრივები ამბობენ, ქალი კომატოზურ მდგომარეობაშია და ჯერ გონზე არ მოსულა. ის კლინიკაში იმყოფება.ბავშვის ცხედარს კი ექსპერტიზა ჩაუტარდება და გაირკვევა მისი გარდაცვალების მიზეზი. დედა-შვილს არანაირი დაზიანების კვალი არ ეტყობა, ამიტომ ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად ინტოქსიკაცია სახელდება, თუმცა გაზით ინტოქსიკაცია გამოირიცხა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ კვებითი ინტოქსიკაცია მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ლუკას მამა რკინიგზის თანამშრომელია, წუხელ იგი ღამის მორიგე იყო, ცვლაში მუშაობდა და დღეს დილით დაბრუნებულს, ეს ტრაგედია დახვდა. განაგრძეთ კითხვა>>>