"გლოვის ზარია სამტრედიაში - 4 წლის ლილე მოულოდნელად ხელში ჩააკვდა მშობლებს" - ტრაგედია სამტრედიაში
სამტრედიაში, 4 წლის ლილე დგვეფაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ უმძიმეს ფაქტს ადგილობრივები ადასტურებენ და ვერ ამბობენ რა გახდა ამხელა ტრაგედიის მიზეზი.
გოგონა სამტრედიის მუნიციპალიტეტში, დაბაკულაშში ცხოვრობდა და როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბარში ადგილობრივი ამბობს, ამ დილით ხელში ჩააკვდა მშობლებს.
ყველაფერი ისე უცებ დატრიალდა, რომ პატარას სასწრაფოს ბრიგადამ ვერ მოუსწრო.
სოციალურ ქსელში უკვე წერენ მომხდარ ტრაგედიაზე.
„გლოვის ზარია სამტრედიაში, დიდი მწუხარებაა ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენი პატარა თანაქალაქელი, 4 წლის ლილე დგვეფაძე მოულოდნელად გარდაიცვალა... სიტყვები უძლურია ამ მწუხარების გამოსახატავად და აღსაწერად, კიდევ უფრო რთულია ოჯახის განცდის გაგება... თანავუგრძნობთ ოჯახს, ქალაქს ამ დიდ მწუხარებასა და ტკივილს,“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში, რომელიც ჯგუფ „სამტრედიელებში“ გავრცელდა. განაგრძეთ კითხვა...