უკრაინამ ბრიანსკში სამიზნეებს დაარტყა, განადგურებულია “ისკანდერის” სისტემები - მედიაში ამსახველი კადრები ვრცელდება
უკრაინამ რამდენიმე რამდენიმე “ისკანდერ” სარაკეტო სისტემა გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და თავდაცვის ძალების სხვა ნაწილებთან თანამშრომლობაში, სარაკეტო დარტყმა განახორციელეს რუსეთის სარაკეტო ძალების ქვედანაყოფის კონცენტრაციის ადგილზე.
რუსეთის არმიის 26-ე სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფი, ბრიანსკის რეგიონის ქალაქ კლინციდან, ცდილობდა ერთ-ერთი უკრაინული ქალაქის სავარაუდოდ, კიევის დაბომბვას.
ეფექტიანის დაზვერვის წყალობითა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სამიზნეები წარმატებით დაიბომბა. ერთი რუსული სარაკეტო სისტემა აფეთქდა, კიდევ ორი სავარაუდოდ დაზიანდა.
დარტყმის შედეგები დგინდება”, - ნათქვამია განცხადებაში.