გიორგი ლორიას ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრების მაისურით - ალექსანდრე იაშვილმა კაპიტანს სპეციალური ჯილდო გადასცა
გიორგი ლორიას ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრების მაისურით. ალექსანდრე იაშვილმა კაპიტანს სპეციალური ჯილდო გადასცა.
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით პირველი ტაიმის შემდეგ ფარერებს 1:0 ამარცხებს.
„ჯვაროსნების“ რიგებში ბოლო, 79-ე შეხვედრა გიორგი ლორიამ ჩაატარა, რომელიც ეროვნულ გუნდს კაპიტნის რანგში დაემშვიდობა.
სანიოლის გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და დაწინაურდა კიდეც - კუთხურიდან გულიაშვილის ჩაწოდებულ ბურთს რეინატრიოს კარში თავით ადგილი ლოჩოშვილმა მიუჩინა. აქედან მოყოლებული თამაშის ტემპი დაეცა, მასპინძლების შეტევები მინავლდა. ქვილითაიამ შორიდან სცადა გატანა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ფარერები
გოლი: ლოჩოშვილი (9)
საქართველო: ლორია, გოჩოლეიშვილი, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი, შენგელია, გაგნიძე, მექვაბიშვილი, ლობჟანიძე, ქვილითაია, გულიაშვილი