loader

"დროა, ნამდვილად დიდი ბომბი გავხეთქოთ..." - რას წერს ილონ მასკი დონალდ ტრამპის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დროა, ნამდვილად დიდი ბომბი გავხეთქოთ..." - რას წერს ილონ მასკი დონალდ ტრამპის შესახებ?

მი­ლი­არ­დერ­მა ილონ მასკმა გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი "ეპშ­ტე­ი­ნის ფა­ი­ლებ­შია" და ეს არის "რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი", რის გა­მოც ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი სა­ჯა­როდ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა.

"დროა, ნამ­დვი­ლად დიდი ბომ­ბი გავხეთქოთ: დო­ნალდ ტრამ­პი ეპშ­ტე­ი­ნის ფა­ი­ლებ­შია. ეს არის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ისი­ნი სა­ჯა­როდ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა", - და­წე­რა მასკმა X-ზე და დას­ძი­ნა: "კარგ დღეს გი­სურ­ვებ, დო­ნალდ ჯონ ტრამპ!"

მან შემ­დგომ პოს­ტში და­ა­მა­ტა: "შე­ი­ნა­ხე პოს­ტი მო­მავ­ლის­თვის. სი­მარ­თლე გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბა“.

მასკს მის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია. ასე­ვე ილონ მას­კი დო­ნალდ ტრამ­პის იმ­პიჩ­მენ­ტის იდე­ას ეთან­ხმე­ბა.

კერ­ძოდ, მას­კი გა­მო­ეხ­მა­უ­რა პლატ­ფორ­მის ერთ-ერთი მომ­ხმა­რებ­ლის პოსტს, რო­მე­ლიც "ტრამ­პის იმ­პიჩ­მენ­ტის და მისი ჯეი დი ვენ­სით ჩა­ნაც­ვლე­ბის" იდე­ით გა­მო­ვი­და. "დიახ", - და­წე­რა ილონ მასკმა პოს­ტის სა­პა­სუ­ხოდ.

ცნობისთვის, ჯეფრი ეპსტინი, რომელიც ამერიკელი ფინანსისტი იყო,2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგისა და არასრულწლოვანთა ექსპლუატაციის ბრალდებით დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.