"ჯერ ძალიან დაბნეული ვარ, მიჭირს მონატრებასთან გამკლავება" - თამუნა მდივანი
ინფლუენსერი და მსახიობი თამუნა მდივანი, რომელსაც შვილი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და შვილის ვიდეოს აქვეყნებს.
"დე, ჩემო უსასრულო მონატრებავ!ჩემო უთბილესო, უტკბილესო და ნამდვილო ადამიანო! უფალს და ღმრთისმშობელს ებარებოდე!
ჯერ ძალიან დაბნეული ვარ დე, მიჭირს მონატრებასთან გამკლავება! მაგრამ გპირდები, რომ უფლის შეწევნით, როგორი თამუნაც გიყვარს და მოგწონს ისეთი ვიქნები!
უბრალიდ დრო მჭირდება რომ შენს მონატრებასთან ერთად ვისწავლო ცხოვრება! მიყვარხარ!" - წერს თამუნა მდივანი.