loader

რას ამბობს კახა კალაძე ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებაზე, რომ სანქცირებულები ევროკავშირს ურეკავენ კითხვით, როგორ გავიდნენ სანქცირებულთა სიიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს კახა კალაძე ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებაზე, რომ სანქცირებულები ევროკავშირს ურეკავენ კითხვით, როგორ გავიდნენ სანქცირებულთა სიიდან

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან დიდი სისულელეა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ევროპარლამენტარ, ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას, რომ „სანქცირებულები ურეკავენ ევროკავშირს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვით: როგორ შეუძლიათ ამ [სანქცირებულთა] სიიდან გასვლა”.

კალაძის თქმით, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, ვერანაირი სანქცია ვერ იმოქმედებს.

„რა სისულელეა. ჩვეულებრივი სისულელე. რა გიპასუხოთ, ჩვეულებრივი სისულელე!

სანქციებთან დაკავშირებით ბევრჯერ ვისაუბრე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, შენს სამშობლოს, ქვეყნის ინტერესს და მის დაცვას, არანაირი სანქცია ვერ იმოქმედებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან დიდი სისულელეა“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ვროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომ „დასანქცირებულები ურეკავენ ევროკავშირს კითხვებით: “რა დაემართა ჩემს აქტივებს, ჩემს სახლს ესპანეთში, ჩემს შვილს, რომელიც ბელგიაში სწავლობს?”

მისი თქმით, ერთადერთი, ბერკეტი არის პერსონალური სანქციები.