როგორია ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სახლში მისულმა მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა? - "თბილისში გადაიყვანეს..."
ამ დრომდე მძიმეა, გუშინ ხაშურში დაშავებული ახალგაზრდა ქალის, ნანა ხიხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის გვიან ღამით უგონო მდგომარეობაში მყოფი რეანიმობილით თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხაშურში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. გუშინ დილით სამსახურიდან შინ დაბრუნებულ ლევან ბარბაქაძეს სახლში საშინელი სურათი დახვდა, მისი 9 წლის შვილი ლუკა ბარბაქაძე უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო მეუღლე უგონო მდგომარეობაში დახვდა. ქალი კომატოზური მდგომარეობით ხაშურის რეფერალურ კლინიკაში სასწრაფოს ბრიგადამ გადაიყვანა.
გუშინვე გვიან ღამით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ახლა სიკვდილს ებრძვის და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად.