loader

"დაიხოცა ხალხი ძებნაში, 40 წუთია ეძებენ უკვე... სასაცილოდ კი ჩანს მაგრამ ტრაგედიაა..." - რა კადრები ვრცელდება გლდანიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაიხოცა ხალხი ძებნაში, 40 წუთია ეძებენ უკვე... სასაცილოდ კი ჩანს მაგრამ ტრაგედიაა..." - რა კადრები ვრცელდება გლდანიდან?

"რა დაკარგეს ამისთანა?! ან წესივრად ვერ დაუტოვა იმ ოხერმა?! დაიხოცა ხალხი ძებნაში, 40 წუთია ეძებენ უკვე" - ამის შესახებ მოქალაქე სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში წერს და ვიდეოს აქვეყნებს გლდანიდან.

ვიდეოს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"სასაცილოდ კი ჩანს მაგრამ ტრაგედიაა. გაუბედურდა ამდენი ახალგაზრდობა და გამოსავალი არსად ჩანს. "ნარკოტიკი არ მიიღოთ" მხოლოდ ამ ლოზუნგის იმედზე, როდემდე უნდა ვიყოთ? რატომ არ/ვერ ახერხებს სახელმწიფო უფრო ქმედითი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმას?

ღმერთო, გაუნათე გონება ამ ახალგაზრდებს რომ არ გაეკარონ ამ წამალს, ეს რა უბედურება ტრიალებს...

ასე დახოხავენ ბუჩქებში და იჩიჩქნებიან! დღისით მზისით ანგელოზივით ბიჭები...

მოწამლეს მთელი საქართველო, თხუნელებივით თხრიან ყველგან...

კი მაგრამ იქნებ სხვა რამეს ეძებენ? აუცილებელად წამალს უნდა ეძებდნენ? ვფიქრობ ესე ამდენი ადამიანი წამლის ძებნას არ დაიწყებდა ყველას დასანახად...

რამდენი ახალგაზრდა შეიჭირა ამ საწამლავმა...

უცებ არ იპოვონ. 40 წუთი კი არა, სულ რომ მთელი ღამე ეძებონ, რაც არ დევს რას იპოვიან, მეტის ღირსები არიან ვინც ასეთ რამეში ყრის ფულს" - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.