"ჰოდა, ახლა იცოდეთ - დროების მედროვე ედითორის, გიორგი თარგამაძის ცოდვებს ისიც დაემატა, რომ..." - რას წერს ნინო წილოსანი გიორგი თარგამაძეზე
"2010 წელს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის, გიორგი თარგამაძის სარეკლამო თანხისთვის ნაციონალური მოძრაობა რომ ბიზნესს ატერორებდა, ეს ალბათ ბევრმა არ იცოდით…", - ამის შესახებ ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
"ჰოდა, ახლა იცოდეთ - დროების მედროვე ედითორის, გიორგი თარგამაძის ცოდვებს ისიც დაემატა, რომ უკვე დეკლარირებულად ნაციონალური მოძრაობის ნაწილია და 2010 წელსაც მის პოლიტიკაში ყოფნას ნაციონალური მოძრაობა აფინანსებდა", - წერს წილოსანი.
დღეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა განაცხადა, რომ 2010 წელს ფინანსურმა პოლიციამ გიორგი თარგამაძის პარტია "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" საეთერო დროის ყიდვა მოსთხოვა.