loader

ვრცელდება ავარიის უმძიმესი კადრები, სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, არის მსხვერპლი - შემთხვევა თურქეთში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ავარიის უმძიმესი კადრები, სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, არის მსხვერპლი - შემთხვევა თურქეთში მოხდა

თურქეთში, ქალაქ კონიაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 1 მგზავრი, 26 დაშავდა, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

კონიას გუბერნატორის განცხადებით, ავარიასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. მედიის ცნობით, ავტობუსი მერსინიდან კონიაში მიემართებოდა.

ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.