loader

"დილიდან რთულ ემოციებში ვარ, სრულიად შემთხვევით, ისტორიული კადრი გადამიღია - ნიკო ფალიანის უკანასკნელი ექსპედიცია უშბაზე" - გიორგი ჯობავა ვიდეოს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დილიდან რთულ ემოციებში ვარ, სრულიად შემთხვევით, ისტორიული კადრი გადამიღია - ნიკო ფალიანის უკანასკნელი ექსპედიცია უშბაზე" - გიორგი ჯობავა ვიდეოს აქვეყნებს

22 მა­ი­სის დი­ლას, უშ­ბა­ზე ექ­სპე­დი­ცი­ის დროს ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა 29 წლის მეს­ტი­ე­ლი ალ­პი­ნის­ტი, მო­თხი­ლა­მუ­რე და სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის სამ­თო გიდი ნი­კო­ლოზ ფა­ლი­ა­ნი. მომ­ხდარ­ზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია:

სვა­ნეთ­ში, უშ­ბის მთა­ზე ქვე­ი­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და 4 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. უწყე­ბის ცნო­ბით, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა 3600 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე, სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში 3 ადა­მი­ა­ნი უვ­ნებ­ლად აიყ­ვა­ნეს ვერ­ტმფრენ­ში, ნა­ხეს გარ­დაც­ვლი­ლიც.

ვლო­გე­რი, ფო­ტოგ­რა­ფი გი­ორ­გი ჯო­ბა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს კად­რებს, სა­დაც მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიკო ფა­ლი­ა­ნის უკა­ნას­კნე­ლი ექ­სპე­დი­ცი­აა გა­და­ღე­ბუ­ლი."დი­ლი­დან ძა­ლი­ან რთულ ემო­ცი­ებ­ში ვარ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ის­ტო­რი­უ­ლი კად­რი გა­და­მი­ღია - ნიკო ფა­ლი­ა­ნის უკა­ნას­კნე­ლი ექ­სპე­დი­ცია უშ­ბა­ზე. გუ­შინ ღამე გვერ­დზე დავ­დე ჩემი სვა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ვი­დეო. მა­ლე­ვე მომ­წე­რა ახ­ლო­ბელ­მა, რომ პირ­და­პირ ჩანს ნი­კოს ას­ვლა უშ­ბა­ზეო. მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ვოგნ­დი, ვერ გა­ვი­აზ­რე. მე ვი­ცო­დი, რომ ეს დიდი ტრა­გე­დია იმ ღა­მეს მოხ­და და ამას ვი­დე­ო­შიც ვამ­ბობ, მაგ­რამ პირ­და­პირ თუ ჩან­და არ დავკვირ­ვე­ბი­ვარ, ამ­დენ ვარ­სკვლა­ვებ­ში და ნა­თე­ბებ­ში არ მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა უშ­ბა­ზე ფან­რე­ბით ცოც­ვას.

შემ­დეგ მო­ვა­ახ­ლო­ვეთ კად­რი კარგ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში და გა­მოჩ­ნდა ეს ტრა­გი­კუ­ლი ლაშ­ქრო­ბა... ძა­ლი­ან რთუ­ლი და უცხო შეგ­რძნე­ბაა იმის გა­აზ­რე­ბა, რომ იმ ღა­მეს, ერთ მხა­რეს ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და და მე­ო­რე მხრი­დან შენ ამ ყვე­ლა­ფერს იღებ­დი... ვი­დე­ო­შიც ვამ­ბობ, რომ ამ ღა­მის გა­ლაქ­ტი­კის კად­რებს ვუ­ძღვნი ნი­კოს ხსოვ­ნას და ცალ­კეც მოვ­ჭე­რი ეს ვი­დეო, რომ ცალ­კე ვი­დე­ოდ იყოს, ჩემი პი­რა­დი კად­რე­ბის გა­რე­შე... მე ნი­კოს არ ვიც­ნობ­დი პი­რა­დად, თუმ­ცა, ნა­ნა­ხი მქონ­და მისი სა­ო­ცა­რი ვი­დე­ო­ე­ბი სრი­ა­ლის და ა.შ. და, რო­გორც ყვე­ლა ისე მეც ვა­მა­ყობ­დი, რომ ქარ­თვე­ლი იყო და ასე­თი იყო..." - წერს ჯო­ბა­ვა.