"ყველანი შოკში ვართ" - ვიდეოში ისმის შემზარავი ხმები, პარაშუტით ფრენისას 19 წლის გოგონამ მოულოდნელად უსაფრთხოების ქამარი გახსნა და სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა
პანიკაში მყოფი 19 წლის გოგოგნა მონტენეგროში, პარაშუტით ფრენისას დაიღუპა. უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ქამრის გახსნას მოჰყვა.
ტიანა რადონიჩი, რომელიც სერბეთიდან არდადეგებზე იმყოფებოდა, 160 ფუტზე მეტი სიმაღლიდან, ადრიატიკის ზღვაში ჩავარდნის შემდეგ გარდაიცვალა.ადგილობრივი მედიის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანდა, თუ როგორ იხსნიდა პანიკაში მყოფი ახალგაზრდა ქალი სასიცოცხლო ჟილეტს და ცდილობდა, უსაფრთხოების ქამარი მოეშორებინა.
ღილის გასნის შემდეგ, კადრებში გამოჩნდა, როგორ გადატრიალდა თავდაყირა გოგონა და უცებ თვალთახედვიდან გაქრა.
ცხადი არ ყოფილა, თუ რატომ დაიწყო რადონიჩმა ქამრის გახსნა ან რამდენ ხანს გრძელდებოდა ფრენა ტრაგედიამდე.
ზოგიერთი ადგილობრივი მედიის თანახმად, მას შესაძლოა, პანიკური შეტევა ჰქონოდა.
მოწმეები ამტკიცებდნენ, რომ ჩავარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე თინეიჯერის ყვირილი გაიგონეს: "ჩამიშვით ქვემოთ" .ახალგაზრდა ქალის უსულო სხეული წყლიდან ამოიტანეს.
არსებული ინფორმაციით, რადონიჩმა პარაშუტით ფრენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სანაპიროზე მას კომპანიის წარმომადგენელი მიუახლოვდა და უფასო ფრენა შესთავაზა.
"მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ყველანი შოკში ვართ... ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა," - განუცხადა გამოცემას მირკო კრძიჩმა, კომპანიის მფლობელმა, - "მას ფრენის შიში არ გამოუვლენია. ტრენინგი გაიარა, რასაც ტრაგედია მოჰყვა. ყველა აღჭურვილობის ტექნიკური ინსპექტირება მიმდინარეობს და გვამის გაკვეთის შედეგებს ელოდებიან."