წარუმატებელი სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ქალს სახე “დაეშალა" - "საშინელებათა ფილმში ვიყავი, ყველაფერს ვგრძნობდი, დაახლოებით 25 ინექცია გამიკეთეს"
Mirror-ი 40 წლის ბრიტანელი ქალის, ლიან ებაიანსის ისტორიის შესახებ წერს, რომელიც სტომატოლოგიური ოპერაციისთვის თურქეთში გაფრინდა და სურდა მისი 13 წლის ვინირები იმპლანტებით შეეცვალათ.
თუმცა, როგორც ორი შვილის დედა აცხადებს, წარუმატებელი კბილის იმპლანტაციის პროცედურის შემდეგ სახე “დაეშალა“ და დღემდე „ცხოვრებაში ყველაზე საშინელი ტკივილს“ განიცდის.
ლიან ებაიანსი ჰყვება, რომ მას სტომატოლოგმა ზედა ყბაზე 8 იმპლანტი, ხოლო ქვედა ყბაზე 7 იმპლანტი ჩაუსვა. თავდაპირველად მას ხრახნები ჩაუსვეს და დროებითი იმპლანტები დაუმონტაჟეს. ხუთი თვის შემდეგ კი მუდმივი კბილების ამოსაღებად თურქეთში უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა, ხრახნების ჩასმიდან რამდენიმე კვირაში, მას ძლიერი თავის ტკივილი და სინუსიტი დაეწყო. განაგრძეთ კითხვა