უბედური შემთხვევა ხონში – ტაძარში ფრესკის ხატვისას მამაკაცი ხარაჩოდან გადმოვარდა და დაიღუპა
ხონის მუნიციპალიტეტში მამაკაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა ხარაჩოდან გადმოვარდა.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ტაძარში გარდაიცვალა.
შემთხვევა სოფელ გუბში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან არის.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.