"მნიშვნელოვანი ინფორმაცია გლდანის მოსახლეობისთვის!" - კონსტანტინე ზარნაძე განცხადებას ავრცელებს
გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე ზარნაძე განცხადებას ავცრელებს:
"მნიშვნელოვანი ინფორმაცია გლდანის მოსახლეობისთვის!
გაცნობებთ, რომ სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 9 ივნისის 09:00 საათიდან – აგვისტოს ბოლომდე, აღნიშნულ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
სამუშაოები ტარდება ინტენსიურ რეჟიმში იმისთვის, რომ ახალი სასწავლო წელი მოწესრიგებულ და უსაფრთხო ინფრასტრუქტურასთან ერთად დაგვხვდეს.გთხოვთ გაითვალისწინოთ მოძრაობის დროებითი შეზღუდვა და შესაბამისად დაგეგმოთ მარშრუტები," - წერს ზარნაძე.