3 მცირეწლოვანი გოგონას მკვლელობაში მათი მამაა ბრალდებული - შემზარავი ტრაგედიის დეტალები (აშშ)
ვაშინგტონის შტატში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები გასაჯაროვდა. დები დეკერების - 9 წლის პეიტინის, 8 წლის ეველინის და 5 წლის ოლივიას - გარდაცვალების მიზეზები ჩელანის ოლქის უზენაეს სასამართლოში წარდგენილ წინასწარ ანგარიშში გამოვლინდა - ისინი ასფიქსიით გარდაიცვალნენ.
გოგონების ცხედრები ორშაბათს, დაახლოებით საღამოს 5 საათზე, მათი მამის სატვირთო მანქანის მახლობლად იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბავშვების მამა, ტრევის დეკერია. პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს.
32 წლის დეკერმა გოგონები პარასკევს სახლიდან წაიყვანა. დედამ, უიტნი დეკერმა, პოლიციას მათი გაუჩინარების შესახებ მას შემდეგ შეატყობინა, რაც ყოფილი მეუღლე ზარს აღარ პასუხობდა.
დეკერი — ფართომასშტაბიანი წვრთნის მქონე სამხედრო ვეტერანი — უსახლკაროა და რამდენიმე წელია, რაც განქორწინებულია. ცნობილია ისიც, რომ იგი ძაღლთან ერთად ადგილობრივ სასტუმროებში რჩებოდა. განაგრძეთ კითხვა