loader

ხაშურში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები - "დამირეკეს ლუგარის ლაბორატორიიდან და მითხრეს, რომ დედის კუჭის შიგთავსიდან ამოღებული მასიდან სავარაუდოდ, ამოითესა სალმონელა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხაშურში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები - "დამირეკეს ლუგარის ლაბორატორიიდან და მითხრეს, რომ დედის კუჭის შიგთავსიდან ამოღებული მასიდან სავარაუდოდ, ამოითესა სალმონელა"

ხაშურში, ბარბაქაძეების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებს ამ დრომდე ადგნენ ექსპერტები და სამართალდამცავები. ჯერჯერობით ისევ უცნობია, რა გახდა 9 წლის ბავშვის, ლუკა ბარბაქაძის გარდაცვალების მიზეზი. როგორც საზოგადოებამ იცის, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი ბავშვის დედა, ნანა ხიხაძე, ის ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია და ექიმები გადარჩენისთვის იბრძვიან.

ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი დავით ჩიქოვანი ჯერჯერობით ვერ საუბრობს რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თავიდანვე განიხილებოდა ერთადერთი ვერსია, საკვებით ინტოქსიკაცია და ამიტომ ყველა ელოდება ლუგარის ლაბორატორიიდან ექსპერტიზის პასუხს. როგორც მეზობლები ამბობდნენ, დედა- შვილს შესაძლოა ჰქონდეს ნაჭამი აჯაფსანდალი და ძეხვი, ამიტომ გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ბოტულიზმი ყოფილიყო ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. თუმცა როგორც შევიტყვეთ, დედის კუჭიდან ზონდით ამოღებულ მასაში არ აღმოჩნდა ბოტულიზმის კვალი. იცით, რომ ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა დედის პირნაღები მასალა, ასევე ზონდით მისი კუჭიდან ამოღებულია მასა, ამ მასალის კვლევით უნდა გაირკვეს, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია. მასში არ აღმოჩნდა ბოტულიზმის კვალი.

ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიქოვანი ამბობს, რომ საგონებელში არიან ჩავრდნილები, რადგან ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული პირველადი პასუხით ბოტულიზმი გამოირიცხა. განაგრძეთ კითხვა

შეგახსენებთ, რომ ხა­შურ­ში, სამ­სა­ხუ­რი­დან შინ დაბ­რუ­ნე­ბულ მა­მა­კაცს 9 წლის შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი, მე­უღ­ლე კი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, დედა-შვილს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბოდა, გარ­დაც­ვლილ ბიჭს ჯან­მრთე­ლო­ბის თან­და­ყო­ლი­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბო­და, თუმ­ცა, პა­რა­ლე­ლუ­რად, სკო­ლა­შიც და­დი­ო­და.