მერაბ დვალიშვილმა შონ'ომალი მესამე რაუნდში დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა!
მერაბ დვალიშვილმა შონ'ომალი მესამე რაუნდში დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა!
დღეს, 8 ივნისს, ნიუ ჯერსიში, UFC 316-ზე, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალის დაუპირისპირდა და მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.
უნდა აღინიშნოს, რომ სამივე რაუნდი ქართველის სრული დომინაციით წარიმართა.
ცნობისთვის, მებრძოლებს შორის პირველი დაპირისპირება 2024 წლის 15 სექტემბერს გაიმართა და აღნიშნული ბრძოლაც მერაბის გამარჯვებით დასრულდა. დვალიშვილი ბოლოს 2018 წელს დამარცხდა.