loader

კოლუმბიაში საარჩევნო კამპანიისას პრეზიდენტობის კანდიდატს ესროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოლუმბიაში საარჩევნო კამპანიისას პრეზიდენტობის კანდიდატს ესროლეს

კოლუმბიაში პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს ესროლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული ცენტრის“ წევრს, სენატორსა და პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს, 39 წლის მიგელ ურიბეს ბოგოტაში, საარჩევნო კამპანიის დროს ესროლეს.

„ურიბეს მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ კვლავ კრიტიკული“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, ლუს ადრიანა კამარგომ.

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ პოლიციამ ურიბეს სროლაში ეჭვმიტანილი 15 წლის არასრულწლოვანი დააკავა და ახლა სამართალდამცავი ორგანოები მომხდარში სხვა პირების მონაწილეობას იძიებენ.

კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ თავდასხმა დაგმო და სამართალდამცავებს საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა