"ვინც ამბავი არ იცით" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი კოტე იოსელიანთან დაკავშირებით, რომელმაც უტა ივანიშვილს ტყუილი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიში მოუხადა?
ნანუკა ჟორჟოლიანი კოტე იოსელიანთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:
"ვინც ამბავი არ იცით.
დაახლოებით სამი წლის წინ, ჯერ კიდევ იბერია რომ არსებობდა, კოტე იოსელიანმა, მაშინ ნაციონალური მოძრაობის წევრმა უტა ივანიშვილის პირადზე იჭორავა პირდაპირ ეთერში.
ის განცხადება ჩემთვის მაშინაც და ახლაც მიუღებელი იყო.
ბევრისთვის აღმოჩნდა მიუღებელი სხვათაშორის.
უტა კი არა, ნებისმიერი ადამიანის პირადზე განცხადებები არის ქოცობა ჩემთვის. თან ჭორების დონეზე.
მალევე კოტემ მოიხადა ბოდიში და წავიდა პოლიტიკიდან.
ამდენი წლის შემდეგ ეს თემა ვის გაახსენდა?
შემთხვევით რომელიმე ქუჩის ბიჭს ქულების დაწერა ხომ არ მოუნდა მეფის კარზე? და ამ კითხვებს მე ტყუილა არ ვსვამ.
იმედია ძალიან მალე გავიგებთ ვინ “აკაჩავა” კოტე რომ მეორედ და ამდენი ხნის შემდეგ ჩაეწერა ვიდეო." -წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც მან უტა ივანიშვილთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიში მოუხადა