მერაბ დვალიშვილი საქართველოში ნინა დრამასთან ერთად ჩამოვა: „დავბრუნდები ილია თოფურიას მხარდასაჭერად“
UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის თქმით, ნინა დრამასთან და სხვა მეგობრებთან ერთად საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ დვალიშვილმა შონ ო'მალის დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ახლა 1 კვირით საქართველოში მივდივარ ნინა დრამასთან და სხვა მეგობრებთან ერთად, მერე აზერბაიჯანში წავალთ. შემდეგ კი დავბრუნდები ილია თოფურიას მხარდასაჭერად", - აღნიშნა დვალიშვილმა.
ნინა ცნობილი მოდელი, ტიკტოკერი, ჟურნალისტი და ინფლუენსერია, რომლის საქმიანობაც UFC-ის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას ეხება.
ცნობისთვის, დღეს, 6 ივნისს, მერაბმა UFC 316-ზე შონ ო'მალი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა. მერაბმა პირველად ჩემპიონობა სწორედ შონთან გამარჯვების შედეგად მოიოპვა, შემდეგ კი ჩემპიონის ტიტული უმარ ნურმაგომედოვის დამარცხებით დაიცვა.