"საინტერესო 8 ივნისი მაქვს!: ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები ვერ ბედავენ ფბ-ზე მოლოცვას" - თინა ხიდაშელი მიმართვას ავრცელებს
თინა ხიდაშელი თავის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
"საინტერესო 8 ივნისი მაქვს! ძალიან სიმპტომატური.
- პირველ რიგში მიყვარხართ ხალხო! მადლობა ამდენი კეთილი სიტყვისთვის! მხნეობისთვის, გაძლებისთვის, ბრძოლისთვის თქვენი ყველა სიტყვა ძვირფასია! მადლობა ამისთვის!!!
— 2025 წლის დაბადების დღე ძალიან უცნაურად გამორჩეულია. ქვეყანაში მოძლიერებული ავტორიტარიზმი ძალიან დიდი დოზით შევიგრძენი დღეს
იტყვით რა შუაშიაო?
— ამდენი მოლოცვა პირად გზავნილად არასოდეს მიმიღია როგორც დღეს. განსაკუთრებით არ მახსენდება სიგნალში მოლოცვები! წელს მომრავლდა ….
— ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები ვერ ბედავენ ფბ-ზე მოლოცვას მირეკავენ, მწერენ სიგნალში, მაგრამ ყველა სხვა წლისგან განსხვავებით წელს ვერ ბედავენ საჯარო სივრცეში
ამაზე უფრო საშიში და ტრაგიკული რა უნდა დაგვემართოს
მიყვარხართ ხალხო, მიყვარხართ იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში ხართ, იმიტომ რომ ძალიან დიდებული ადამიანები ხართ, მიყვარხართ თქვენი სიყვარულის გამო, ყველა დღის გამო რომელიც ერთად გვიცხოვრია, ყველა ერთად გადაღებული ფოტო მიყვარს , ყველა წუთი, ყველა სიცილი, ყველა დარდი ….
ეს ომი თქვენს გამოც უნდა მოვიგოთ, თქვენთან ერთად და თქვენთვისაც!!!!
აქვე ტრადიციულად რა თქმა უნდა სამშობლოში არ ვარ და ჩემი ბედნიერების ერთ ნაწილს გიზიარებთ!" - წერს თინა ხიდაშელი.