ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ესროლეს - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
უკვე მესამე დღეა აშშ-ში, კერძოდ ლოს-ანჯელესში ქუჩაში გამოსულ ხალხსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
საიმიგრაციო პოლიტიკით უკმაყოფილო ათასობით ადამიანი ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია უსაბუთო მიგრანტების დაკავებებისა და საიმიგრაციო რეიდების შესახებ.
მომიტინგეები უსაფრთხოების ძალებს ქვებსა და ჯოხებს ესვრიან, ბარიკადებს აგებენ და ქალაქის ძირითად გზებს ბლოკავენ.
პოლიცია და ეროვნული გვარდია კი მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს.