loader

"მინდა, საზოგადოებას მოვუყვე, რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე" - თინა ბოკუჩავას სკანდალური განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა, საზოგადოებას მოვუყვე, რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე" - თინა ბოკუჩავას სკანდალური განცხადება

ჩემს მეუღლეს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი, თავს დაესხნენ და გაიტაცეს - რეალური მიზეზი ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმებაა - ყველას გასაგონად მინდა გარკვევით ვთქვა, არ მეშინია! არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის,- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის მიერ ჩაწერილ ვიდეოს გამოეხმაურა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა "ფეისბუქზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიში მოუხადა.