loader

ლევან ხაბეიშვილი თინა ბოკუჩავას სკანდალურ განცხადებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლევან ხაბეიშვილი თინა ბოკუჩავას სკანდალურ განცხადებას ეხმაურება

უკიდურესად მძიმე ფაქტია - ადამიანის გატაცება, იძულება და შემდეგ ივანიშვილის საამებელი ვიდეო მიმართვა - აბსოლუტური საქართველოს კადიროვიზაცია! - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც თინა ბოკუჩავას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებასა და მასზე ზეწოლაზე ისაუბრა.

"უკიდურესად მძიმე ფაქტია - ადამიანის გატაცება, იძულება და შემდეგ ივანიშვილის საამებელი ვიდეო მიმართვა.

აბსოლუტური საქართველოს კადიროვიზაცია! ბანდფორმირებები, მარბიელები, მწამებლები ქუჩაში დათარეშობენ და არანაირი სახელმწიფო, არანაირი სამართალი აღარ არსებობს!

გამბედაობა სჭირდება იმას, რაც თინა ბოკუჩავამ საჯაროდ თქვა და აბსოლუტური სოლიდარობა პირადად მას!", - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.