loader

"7 მოსწავლეა დაშავებული" - რა დეტალები ხდება ცნობილი ავტობანზე მომხდარ ავარიაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"7 მოსწავლეა დაშავებული" - რა დეტალები ხდება ცნობილი ავტობანზე მომხდარ ავარიაზე?

ავტობანზე, სურამი-ხაშურის დამაკავშირებელ წრესთან, გვიან ღამით, მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

გამოცემა, "მოზაიკას" ცნობით, ავარიის შედეგად, შვიდი მოსწავლე დაშვადა და შვიდივე მათგანი კლინიკაში გააიყვანეს.

წყაროს ცნობით, სამ მოსწავლეს თავის ტრავმა აქვს მიღებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ანუ უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.