"რატომ შემოიტანეს საქართველოში ინდური ვაქცინები? უამრავი მშობელი ვაქცინაციისგან თავს სწორედ ამის გამო იკავებს" - "სახალხო ინტერვიუ" ივანე ჩხაიძესთან
Ambebi.ge-სა და „პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუ" ძირითადად მკითხველის კითხვებზეა აგებული. როგორც იცით, პრინციპი ასეთია - დაუსვი შეკითხვა რესპონდენტს Ambebi.ge-ს კომენტარების ველში და დაელოდე მის პასუხს "პალიტრანიუსის" ტელეეთერში.
"სახალხო ინტერვიუს" მორიგი სტუმარია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.
თუ არსებობს რაიმე სტატისტიკა, კოვიდის დროს რამდენი ბავშვი დაიღუპა საქართველოში და რატომ ვერ მოხერხდა მათი გადარჩენა?
- 17.000 ადამიანი დაიღუპა პანდემიის დროს ჩვენს ქვეყანაში. საკმაოდ მაღალი ციფრია. ამ 17.000 პაციენტს შორის, ბოლო სტატისტიკის მიხედვით, 9 პედიატრიული იყო. ამ თვალსაზრისით პედიატრიული ლეტალობა ქვეყანაში ძალიან დაბალი გახლდათ. ამ 9-ვე პაციენტის შემთხვევაში თანარსებული მძიმე მდგომარეობა გახლდათ, რამაც ასეთი მძიმე გამოსავალი განაპირობა. ამ ბავშვებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია გვაქვს და ვიცით, რომ მათი გარდაცვალება შეუძლებელი იყო. პანდემიის უკან ის მძიმე გართულება აღმოჩნდა, რაც განსაკუთრებით პანდემიის პირველ წელს ახასიათებდა.
- პატარებში სიმსივნით ავადობის მაჩვენებელი როგორც ვიცი, არც ისე დაბალია. თქვენი დაკვირვებით, სამეცნიერო კვლევებით, რა იწვევს პატარებში ამას და რამდენად ექვემდებარება განკურნებას?
- ამ სერიოზული და მძიმე დაავადების განკურნების შესაძლებლობა ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტია. ყოველწლიურად მატულობს დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, მათ შორის, ადრეული დიაგნოსტიკა, სკრინინგი. ასევე მეტი ეფექტური მედიკამენტი ხვდება ფარმაცევტულ ბაზარზე და გამოსავლის თვალსაზრისით, სტატისტიკა არის გაუმჯობესებული. დაავადება, რომელიც ყველაზე გავრცელებულია ბავშვთა ასაკში ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, არის მაინც ლეიკემია და მისი მორჩენის მაჩვენებელიც მაღალი. განვითარებულ ქვეყნებში 90%-მდე ადის და ზოგიერთი დიაგნოზის შემთხვევაში, უფრო მეტიც. ასე რომ, დაავადებების მკურნალობა და პრევენცია ონკოლოგიურ დაშვებების ყოველწლიურად უმჯობესდება - შედეგი სახეზეა.
ცნობილია, რომ სიმსივნურ პროცესების ჩამოყალიბებისას შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი, ასევე გარემო ფაქტორი, ინფექციური ფაქტორი, რადიაცია. სამწუხაროდ ყოველთვის ამ მიზეზის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირება და ამის შესაძლებლობები წინა წლებთან შედარებით ბევრად მეტია. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში როგორც დიაგნოსტირების, ასევე მკურნალობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება. განაგრძეთ კითხვა...