ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა - ცნობილია ვინ დაიკავებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას
არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორად ლევან მაისურაძე დაინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ახალ უფროსად უკვე ლევან მაისურაძეა მითითებული.
ლევან მაისურაძე წარსულში აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ასევე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.
რაც შეეხება ვაჟა სირაძეს, ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.