loader

“მიმდინარეობს ოჯახის წევრებზე ზეწოლა , მუქარა და შანტაჟი ჩემი შეჩერების მიზნით - მიიღებენ საკადრის პასუხს” - მეუფე გიორგი ჯამდელიანი, რომელმაც ამბიონიდან მისი მკვლელობის მომზადების შესახებ ისაუბრა მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მიმდინარეობს ოჯახის წევრებზე ზეწოლა , მუქარა და შანტაჟი ჩემი შეჩერების მიზნით - მიიღებენ საკადრის პასუხს” - მეუფე გიორგი ჯამდელიანი, რომელმაც ამბიონიდან მისი მკვლელობის მომზადების შესახებ ისაუბრა მიმართვას ავრცელებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, რომელმაც ამბიონიდან მისი მკვლელობის მომზადების შესახებ ისაუბრა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

"მსურს გავაკეთო საგანგებო განცხადება. მიმდინარეობს ოჯახის წევრებზე ზეწოლა , მუქარა და შანტაჟი ჩემი შეჩერების მიზნით. მიიღებენ საკადრის პასუხს!" - წერს მეუფე.

ცნობისთვის, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მოქმედი წევრი მის მკვლელობას ამზადებდა. როგორც ჯამდელიანმა ქადაგების დროს განმარტა, უშიშროების უწყების წარმომადგენელს ეპარქიის მონაზონი ჰყავდა გადაბირებული. სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.