loader

კიდევ ერთი ცვლილება შსს-ში - "ხარება" გდდ-ს ხელმძღვანელი აღარ არის: ვინ დაინიშნა მის ნაცვლად? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ ერთი ცვლილება შსს-ში - "ხარება" გდდ-ს ხელმძღვანელი აღარ არის: ვინ დაინიშნა მის ნაცვლად?

შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა. ზვიად ხარაზიშვილი იგივე "ხარება" განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღარ არის. აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, შინაგან საქმეთა მინისტრს, გეკა გელაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ, ვაკანტურ პოზიციაზე, მარიამ ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.

"შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძეს ახალი მოადგილე ჰყავს.

მინისტრის მოადგილედ, ვაკანტურ პოზიციაზე, მარიამ ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.

მარიამ ტაბატაძე ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია.

2018 წლიდან იგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

2013-2018 წლებში კი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი იყო.

2005-2013 წლებში მარიამ ტაბატაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო - აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.