ცვლილება ავტობუსებთან დაკავშირებით, რომელიც დღეიდან ამოქმედდა - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი ავტობუსები ახალი ლოკაციიდან გავლენ
დღეიდან, თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი ავტობუსების გასვლის წერტილი იცვლება. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიებმა, „ომნიბუს ექსპრესი“ და „ჯორჯიან ბასი“ გაავრცელეს.
მათი განმარტებით, გადაწყვეტილება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მიიღო და ის დღეიდან უკვე ძალაშია.
„ომნიბუსისა“ და „ჯორჯიან ბასის“ ავტობუსები მხოლოდ სადგურებიდან გავლენ.
კერძოდ, ცვლილების შემდეგ, 10 ივნისიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით „ომნიბუს ექსპრესის“ ავტობუსები ელბაქიძის მოედნის ნაცვლად, ორთაჭალის ცენტრალური ავტოსადგურიდან (მე-4 ბაქანი) გავლენ.
რაც შეეხება „ჯორჯიან ბასს“, მისი ავტობუსები 10 ივნისიდან, თბილისი - ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით, თბილისი ცენტრალიდან (რკინიგზის ავტოსადგურიდან) გავლენ. განაგრძეთ კითხვა