"სხვის სახლში ყოფილა სტუმრად, იქ შევიდა და ესროლა" - სოფელ მეჯვრისხევში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
"როგორც ვიცი, დაიჭირეს ვინც ესროლა. სხვის სახლში ყოფილა სტუმრად, იქ შევიდა და ესროლა. მიზეზი არ ვიცით", - უთხრეს "მოზაიკას".