loader

რა ქონებით ტოვებს გდდ-ს დირექტორის თანამდებობას ზვიად ხარაზიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ქონებით ტოვებს გდდ-ს დირექტორის თანამდებობას ზვიად ხარაზიშვილი

ზვიად ხარაზიშვილმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის პოსტი დატოვა. შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მას ამ თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, ზვიად ხარაზიშვილი სანქცირებულია არაერთი ქვეყნის მიერ. კერძოდ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მას სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა. ამასთანავე, მის წინააღმდეგ ამერიკას, დიდი ბრიტანეთსა და ჩეხეთს დაწესებული აქვთ ეკონომიკური, ფინანსური, სავიზო და სამოგზაურო ტიპის სანქციებიც.

რა ქონებით მიდის ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) გდდ-ს დირექტორობიდან

ქონებრივი დეკლარაციის შევსების პერიოდისთვის მის საკუთრებაში იყო 3 მიწის ნაკვეთი, აქედან 2 „რეფორმით“ არის მიღებული, ხოლო ერთი - 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, 2010 წელს 3000 დოლარად აქვს შეძენილი.

გარდა ამისა, ხარაზიშვილს ეკუთვნის ბინა თბილისში, რომელიც 2005 წელს 15 000 აშშ დოლარად შეიძინა. დოკუმენტების მიხედვით, მას საკუთრებაში ავტომობილი ან სხვა მოძრავი ქონება არ უფიქსირდება.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ის ფლობდა 5 443 ლარს საბანკო ანგარიშზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ხარაზიშვილს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე, ხელფასის სახით 2023 წელს 111 363 ლარი აქვს მიღებული.

ამასთან, 2024 წლის ივნისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ხარაზიშვილი შპს „სარანგის“ 50%-იანი წილის მფლობელიც იყო, კომპანიის საქმიანობიან მისმა წლიურმა შემოსავალმა 26 015 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ შპს "სარანგი" 2014 წელს დაფუძნებული კერძო დაცვის კომპანია, რომლის 50-50%-იან წილებს ფლობდნენ ზვიად ხარაზიშვილი და ზვიად ჭოხონელიძე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რეესტრის 2024 წლის ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, ხარაზიშვილი აღარ ფიქსირდება "სარანგის" მეწილედ და მის ნაცვლად კომპანიის 50%-იანი წილი არის ალიკა ნადირაძის საკუთრებაში. განაგრძეთ კითხვა