ვიდეოში ისმის სროლის ხმა, დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი - სკოლში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა (ავსტრია)
ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი გრაცის მერზე, ელკე კარზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქ გრაცის პოლიციამ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი დაღუპულებს შორის არის.
ადგილობრივი გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა კი მძიმეა.
ავსტრიის კანცლერმა, კრისტიან შტოკერმა განაცხადა, რომ ქალაქ გრაცში მდებარე Dreierschützengasse-ის სკოლაში მომხდარი თავდასხმა „ეროვნული ტრაგედიაა, რომელმაც ქვეყანა შეძრა“.
„სიტყვები არ არსებობს იმ ტკივილისა და მწუხარების გამოსახატავად, რომელსაც ახლა ჩვენ ავსტრიაში განვიცდით“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა