loader

"ერთი თხოვ­ნა მაქვს - რა­ღა­ცას თუ მო­მის­ჯით, იმა­ზე 12 დღე და­მი­მა­ტოთ, რად­გან “ძირს რუ­სე­თის დამ­პა­ლი იმ­პე­რია!” - რე­ვაზ კიკ­ნა­ძე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი თხოვ­ნა მაქვს - რა­ღა­ცას თუ მო­მის­ჯით, იმა­ზე 12 დღე და­მი­მა­ტოთ, რად­გან “ძირს რუ­სე­თის დამ­პა­ლი იმ­პე­რია!” - რე­ვაზ კიკ­ნა­ძე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე

"19-20 წლის სტუ­დენტ გო­გო­ებს იჭე­რენ ამის გამო ცი­ხე­ში და ერთი თხოვ­ნა მაქვს - რა­ღა­ცას თუ მო­მის­ჯით, იმა­ზე 12 დღე და­მი­მა­ტოთ, რად­გან “ძირს რუ­სე­თის დამ­პა­ლი იმ­პე­რია!” - ამის შე­სა­ხებ აქ­ცი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში და­კა­ვე­ბულ­მა რე­ვაზ კიკ­ნა­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა ხდე­ბა და იმ­დენ ადა­მი­ანს იჭე­რენ, მდგო­მა­რე­ო­ბა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­გან უკვე აღარ გან­სხვავ­დე­ბა.

“ბოლო პე­რი­ოდ­ში ხში­რად მი­ფიქ­რია, რომ მგო­ნი სჯობს, მოგ­ვი­სა­ჯონ, ვი­ნა­ი­დან, ეს ხალ­ხში ისევ გა­აღ­ვი­ვებ­და პრო­ტესტს და ხალ­ხს გა­რეთ გა­მო­იყ­ვან­და.

გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა ხდე­ბა უკვე ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლა კუ­თხე­ში უსა­მარ­თლო­ბაა. რო­გორც უნ­დათ, ისე იჭე­რენ ხალ­ხს, მი­ზე­ზიც არ სჭირ­დე­ბათ. ვი­ღაც არ მო­ე­წო­ნე­ბათ - გა­უშ­ვე­ბენ ცი­ხე­ში. იჭე­რენ სა­უბ­რის გამო, დგო­მის გამო, მე­დი­ებს ატე­რო­რე­ბენ უკვე და ცენ­ზუ­რას უწე­სე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა, მე­დი­ე­ბიც აღარ გვქონ­დეს მალე. კრი­ტი­კაც კი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი გა­ხა­დეს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­გან რა გან­გვას­ხვა­ვებს, არ ვიცი.

სრუ­ლი ვაქხა­ნა­ლი­აა ქვე­ყა­ნა­ში და ამის ფონ­ზე, ზო­გი­ერ­თი პარ­ტია გა­მო­დის და ამ­ბობს, რომ პრო­ტეს­ტი და ბო­ი­კო­ტი გვერ­დით უნდა გა­დავ­დოთ და რა­ღაც არაფ­რის მომ­ცემ, უმ­ნიშ­ვნე­ლო არ­ჩევ­ნებ­ში უნდა გა­ვი­დეთ.

ბო­ი­კო­ტის მერე რა ხდე­ბაო, ასე­თი კი­თხვე­ბი იყო გა­რეთ და ჩემი აზ­რით, ბო­ი­კო­ტი ნიშ­ნავს იმას, რომ რა­ღა­ცას ითხოვ და თუ იმ რა­ღა­ცას არ გის­რუ­ლე­ბენ, ისევ ბო­ი­კოტ­ში რჩე­ბი, სა­ნამ არ შე­გის­რუ­ლე­ბენ და უფრო მძაფრ ხა­სი­ათს იღებს ეს ბო­ი­კო­ტი.

მე­სა­მე-მე­ო­თხე ად­გილ­ზე გა­სულ პარ­ტი­ებს თან, რო­მელ­თაც ამომ­რჩე­ვე­ლი კი­დევ უფრო და­აკ­ლდე­ბათ ამ მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წის­ქვილ­ზე წყლის დამ­სხმე­ლი ქმე­დე­ბით, რისი იმე­დი აქვთ? 19-20 წლის სტუ­დენტ გო­გო­ებს იჭე­რენ ამის გამო ცი­ხე­ში და ერთი თხოვ­ნა მაქვს - რა­ღა­ცას თუ მო­მის­ჯით, იმა­ზე 12 დღე და­მი­მა­ტოთ, რად­გან “ძირს რუ­სე­თის დამ­პა­ლი იმ­პე­რია!”, - გა­ნა­ცხა­და რეზო კიკ­ნა­ძემ.