"გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ელჩის ამოცანაც, დაარწმუნოს - უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ბრძოლა გრძელდება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს" შორის" - ირაკლი კობახიძე
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-თან სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ამოცანებით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მილანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ძალიან მალე ეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურად დანიშნული ელჩი.